თორღვა პანკელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII ს. 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. დავით VII ულუმ ბათო-ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თ. პ-ს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაკი დავითს შეაგვიანდა, თ. პ-ს ეგონა, რომ იგი აღარ დაბრუნდებოდა განუდგა მას და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თ. პ-მა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარიდან გააგდეს.წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, ნაწ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). რ. კიკნაძე.თორღვას აბანო, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის ბალნეოკლიმატური კურორტი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 50 კმ-ის დაშორებით, მდ. სტორის ხეობაში, კავკასიონის სამხრ. ფერდობზე, ზ. დ. 1800 მ სიმაღლეზე. ტერიტ. წიწვიანი ტყით არის დაფარული. კლიმატი ხასიათდება ზომიერად რბილი ზამთრით (იანვ. საშ. ტემპ-რა –50C) და ზომიერად თბილი ზაფხულით (აგვ. საშ. ტემპ-რა 14,80C). ნალექების წლიური რაოდენობა 1400 მმ.კურორტზე არის თერმული მინერ. წყალი, ქიმ. შედგენილობით სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი, რ-შიც გოგირდწყალბადის გარდა შედის კაჟის მჟავაც. მინერალიზაცია 0,4–0,6 გ/ლ. ტემპ-რა 34–370C.წყალს იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.