თოფალოინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახუმარო ხასიათის ქართული (აჭარული) ხალხური ცეკვა. სახელწოდება მომდინარეობს თურქულიდან ("თოფალ ოინ" – კოჭლის თამაში). ცეკვას ახასიათებს სიკოჭლისათვის დამახასიათებელი მოძრაობები – თეძოებში მტვრევა. მისი ელემენტები გამოიყენება აგრეთვე ცეკვა "განდაგანში".ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ცეკვის განმარტებანი, თბ., 1986; მსხალაძე ალ., ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან (ჭიბონი და ტრადიცია აჭარაში), თბ., 1969.ა. თათარაძე.