თოფაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ლევანის ძე (დ. 18. IV. 1940, თბილისი), ინჟინერ-ტექნოლოგი, მეწარმე, ბიზნესმენი, მეცენატი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1998), თსუ-ის პროფესორი (1998), რამდენიმე ეროვნ. და საერთაშ. აკად. წევრი, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი საბავშვო ლიტ-რისა და ხელოვნების დარგში (ჯ. ხანთაძესთან ერთად, 1999). 1962 დაამთავრა სპი-ის კვებისა და ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი. 1970–75 იყო თბილ. საპნის ქ-ნის დირექტორი, 1975–86 – საწარმოო გაერთიანება "თბილლუდის" გენ. დირექტორი, 1986–94 – ლილოს ლუდის ქ-ნის დირექტორი, 1995–2008 – საქართვ. სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, 1998–2007 – საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი 2007–08 – პრეზიდენტი, 1999–2003, 2004–05 – საქართვ. პარლამენტის წევრი. 2012-იდან კვლავ პარლამენტის წევრია. 1994-იდან არის ბიზნესჯგუფ "ყაზბეგის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 1999-იდან – თავისსავე დაფუძნებული პოლიტ. მოძრაობის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ორგანიზაციის თავ-რე. 1997 და 1998 დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ბიზნესმენად და გადაეცა ოქროს მედალი. 1999 ქ. ბრიუსელში ფირმა "ევრო-მარკეტმა" დაასახელა საუკეთესო ბიზნესმენად აღმ. ევროპაში ბიზნესის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. 2005 პირველს გადაეცა საქართვ. ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნ. აკად. მიერ დაწესებული მეცენატის ოქროს მედალი. ეწევა მრავალმხრივ ქველმოქმედებას; არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი; დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. წარმოების აღორძინებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.