თოფჩიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირიან ვლადიმერის ძე (დ. 10.III.1935, თბილისი), გეოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (1997). გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1993). 1958 დაამთავრა სპი. 1959-იდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში. იყო სტრატიგრაფიის და პალეონტოლ. სექტორის ხელმძღვანელი (1992–95), გეოლოგიის ინ-ტის დირექტორი (1995–2006); 2006-იდან ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელია. თ-ის შრომები ეხება კავკასიის, ძირითადად საქართვ. ქვედაიურულ-აალენური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტ. პრობლემებს. განამარხებული ფაუნის ნაშთების შესწავლის საფუძველზე სრულიად ახლებურად გადაჭრა აღნიშნული ნალექების სტრატიგრაფიის საკვანძო საკითხები. კერძოდ, პალეოორგანიზმების ახალმა მასალამ განაპირობა ზოგიერთი ადგილ. სტრატიგრაფიული ქვედანაყოფის ასაკის ახლებური ინტერპრეტაცია. განახორციელა ადგილობრივი გეოლ. ჭრილების კორელაცია სტანდ. სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფებთან და დაადგინა ბიოსტრატიგრაფიული ზონების არსებობა. გამოყო რვა საერთაშ. და სამი პროვ. რეგიონალური ზონა (ლონა) ქვედაიურულ-აალენურ ასაკის ნალექებში კი – 12 სტრუქტურულ-ფაციესური ზონა. თითოეული მათგანისთვის შეიმუშავა ადგილ. სტრატიგრაფიული სქემა, რ-ებშიც აისახა გარკვეული ტიპის ქანების და არსებული ფაუნის ასოციაციების კანონზომიერი ცვლა დროში.თ-მა ახ. ინტერპრეტაციით წარმოადგინა საქართვ. ტერიტორიის გეოლ. განვითარების კანონზომიერებანი ადრეიურულ და აალენურ დროში; აღადგინა აგრეთვე მოლუსკების არქისტრატიგრაფიული ჯგუფის – ამონიტების შიდა ხვეულების ცალკეული სტრუქტურის წარმოშობისა და განვითარების გზები, რაც წარმატებით გამოიყენება თავფეხიანი მოლუსკების სისტემატიკაში. მიღებული მეცნ. შედეგები ფართოდ გამოიყენება პრაქტ. გეოლოგიაში.თ. არის რუს. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის (2006) და მინერ. ნედლეულის მეცნ. საერთაშ. აკადემიის (1997) აკადემიკოსი; საქართვ. სტრატიგრაფიული კომიტეტის თავმჯდომარე (2000); რუს. პალეონტოლ. საზ-ბის ნამდვილი წევრი (1987); საერთაშ. ჟურნალების "Стратиграфия и седиментология нефтегазoносных бассейнов" და ჟურნ. "საქართველოს ნავთობისა და გაზის" სამეცნ. საბჭოს და რედკოლეგიის წევრი. მონოგრაფიისათვის "Стратиграфия нижнеюрских и ааленских отложений Грузии" თ-ს მიენიჭა აკად. ა. ჯანელიძის სახ. პრემია (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).თხზ.: Стратиграфия и фауна нижнеюрских отложений Дзирульского массива «Труды ГИН АН ГССР». Новая серия 1969, вып. 21; Нижнеюрско-ааленские аммониты Большого Кавказа в пределах Грузии იქვე, Новая серия 1990, вып. 100; Стратиграфия нижнеюрских и ааленских отложений Грузии იქვე, Новая серия 1996, вып. 108; Стратиграфия юрских отложений Грузии იქვე, Новая серия 2006, вып. 122 (თანაავტ.); Biostratigraphic characterization of Lower Jurassic deposits of Georgia by Ammonites, «Spain Cuadernos Iberica», 1998, №24. ვ. ზესაშვილი.