თოფხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემეხების, მორტირებისა და თოფ-დამბაჩების დასამზადებელი ქარხანა. საქართველოში თ. ერეკლე II-მ დააარსა. თ-ები განთავსებული იყო ქ. თბილისში, ერეკლე II-ის მოედანზე და სოფ. ტყვიავში. თოფჩიბაშის ხელმძღვანელობით ქვემეხს მბურღავები, ხუროები, დურგლები, მქლიბავები ამზადებდნენ. თ-ში მუშაობდნენ თოფჩიშვილები თოფაძეები და სხვა გვარის წარმომადგენლები რ-ებიც გასამრჯელოს ფულით იღებდნენ. 1776 თოფჩიბაშმა გ. თარხნიშვილმა ჩამოასხა ქვემეხი, რის გამოც თარხან-მოურავების საგვარეულო გერბზე ერთ-ერთ ელემენტად გამოსახულია ორი ზარბაზანი. პ. ანდრონიკაშვილმა ევრ. ყალიბის ზარბაზნები ჩამოასხა. ერეკლე II-ის განკარგულებით თ-ის ოსტატებს პირადი თავისუფლება ენიჭებოდათ. თ-ის გასაუმჯობესებლად ერეკლე II უცხოელ სპეციალისტებს – გერმ. ი. რაინეგსს, ავსტრიელ გეთინგსა – და რუსი დეზერტირების გამოცდილებას იყენებდა. თ-ის საქმიანობის შესასწავლად მეფე ქართვ. ახალგაზრდებს რუსეთში აგზავნიდა. კრწანისის ომში ქართველები ეროვნ. ქვემეხებით იბრძოდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა ქვემეხები გაანადგურა, ოსტატები კი ოჯახებით თეირანში გადაიყვანა სამუშაოდ.რუს. არტილერიის პირველმა გენ.-ფელდცოიხმაისტერმა ალექსანდრე ბატონიშვილმა რ-მაც საარტ. საქმე ქ. კენიგსბერგსა და ქ. ჰააგაში შეისწავლა, ქართ.-რუს. ენაზე შეადგინა საარტ. წიგნი. საარტ. ლიტ-რის ქართვ. ავტორები იყვნენ აგრეთვე ი. და გ. ბაგრატიონები. რუს. არტილერიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლკ. ს. ჩოლოყაშვილს, რ-მაც XVIII ს-ში რუსეთში სატყორცნი მანქანის გამოგონებისათვის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მან საქართველოში დაიწყო თ-ის გაუმჯობესება, მაგრამ გენ. გ. ტოტლებენმა ის რუსეთში გადაასახლა.ლიტ.: კლიმიაშვილი ა., საარტილერიო მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII ს. II ნახევარში «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1962, ტ. 4. კ. ჩოლოყაშვილი.