თოხეჩო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეხეჩო (ქართლ-კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი), მძიმე ეჩო (ქართლი), დიდი ეჩო (ქსნის ხეობა), ხის სათლელი იარაღი. თ. შედგება პირის, ტანის, ყუისა და ხელტარისაგან. ტრაპეციის ფორმის რკინის გალესილ პირს მარჯვნივ და მარცხნივ "ნიღრები" აქვს. პირის შუა ნაწილში "ყელია" მოთავსებული, რ-შიც ჯდება ეჩოს ხელტარი. ეჩოს ტარი ყელთან სქელია, შემდეგ ვიწროვდება და ბოლოში მოხრილია.თ-თი სრულდებოდა "მსხვილი სათლელი სამუშაოები", თლიდნენ სახვნელი იარაღების რვილებს, კევრის ფიცრებს, ურმის დედნებს და ა. შ.ლიტ.: გასიტაშვილი გ., ხის დამუშავების ხალხური წესები, თბ., 1962; რეხვიაშვილი ნ., მჭედლობა რაჭაში, თბ., 1950. გ. გასიტაშვილი.