თოხთამიში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1406 ან 1407), ოქროს ურდოს ხანი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი. 1377–80 დამკვიდრდა თეთრ ურდოში, ხოლო 1380-იდან – ოქროს ურდოში. 15 წელი ებრძოდა თემურლენგს ცდილობდა ფეხის მოკიდებას სამხრკავკასიაში. 1385 დერბენდისა და კავკასიის სხვა გადმოსასვლელების გამოვლით შეიჭრა აზერბაიჯანში, ჩრდ. ირანში, აიღო და სასტიკად დაარბია ქ. თავრიზი. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თ-ს არ შეეძლო ჩრდ-იდან ირანში შეჭრილიყო საქართვ. მთავრობასთან წინასწარი შეთანხმებისა და მოკავშირეობის გარეშე. საყურადღებოა ისიც, რომ ჩრდ. ირანში ლაშქრობის დროს თ-ის ლაშქარში "ურწმუნოებიც" ერივნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თემურლენგმა სამხრკავკასიის დაპყრობა და კავკასიის გადმოსასვლელების საიმედოდ ჩაკეტვა. 1395 ჩრდ. კავკასიაში მდ. თერგის პირას ბრძოლაში თ. სასტიკად დამარცხდა თემურლენგთან, თ-მა ვოლგის ბულგარეთს შეაფარა თავი. მოკლა ციმბირის ხანმა შადიბეკმა.ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.