თოჯინების მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ. თუმანიშვილის სახელობისა, დაარსდა 1937 წელს თბილისში საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თ. თუმანიშვილის თაოსნობით. მუზეუმს საფუძვლად დაედო მისი თოჯინებისა და სათამაშოების მდიდარი კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბ-კა, რ-ებიც მან უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.მუზეუმის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მხატვარ-ეთნოგრაფმა ნ. ბრაილაშვილმა რ-ის ნამუშევრებმა არაერთი პრემია მოიპოვა საზღვარგარეთ (თოჯინები: "მანანა", "ეკა", "ჟუჟუნა", "რუსუდანი", "ზეზვა", "სოფიკო", "მაიკო", "რუსიკო", "ბალერინა", "კვახურები", "რეზო" და სხვ.). თ. თუმანიშვილთან ერთად კონსტრუქტორ-გამომგონებელმა რ. ბაგთაბეგიშვილმა პირველმა შექმნა ეროვნ. თემაზე მოძრავი მუს. სათამაშოები: "მეჩონგურე ქალთა ანსამბლი", როიალზე დამკვრელი დედოფალა "ელისო", "მარინა", მოცეკვავე დედოფალები "პირიმზისა" და "სვეტლანა", მომღერალი დედოფალა და სხვ. კონსტრუქტორ-გამომგონებელმა ი. ფრანგულოვმა შექმნა ქართ. და ევრ. ცეკვების მთელი სერია ("სამაია", "ქართული", "კინტოური", "ესპანური" და სხვ.). მუზეუმის ექსპოზიცია გაამდიდრა მხატვარ ნ. ბელიაევას ქართ. თოჯინებმა "ლუარსაბი და დარეჯანი" (ვ. გოძიაშვილისა და ც. წუწუნავას სცენური სახეების მიხედვით); მხატვრების: ლ. ვილჩევსკაიას, გ. ალექსანდროვის, დ. ჭუბაბრიას, ნ. ანთაძის, ე. მირიანაშვილის დედოფლებმა. 1998 მუზეუმმა შეიძინა თ. კვესიტაძის თოჯინები: "ქართველი თავადის ოჯახი" და "დედოფალა".მუზეუმის მეცნიერ მუშაკებს საქართვ. ყველა კუთხიდან აქვთ ჩამოტანილი და შესწავლილი სათამაშოები და თამაშობანი. მუზეუმის ექსპონატთა მოდელებზე არაერთი დედოფალა დაამზადა საქართვ. სათამაშოების ფაბრიკებმა. მუზეუმს მხარში ედგნენ დიდი ხელოვანები, მეცნიერები და საზ. მოღვაწეები: ლ. გუდიაშვილი ე. ახვლედიანი, ვ. სიდამონ-ერისთავი მ. თოიძე, უ. ჯაფარიძე, ნ. მუსხელიშვილი ი. ვეკუა, გ. ჩუბინაშვილი ს. ყაუხჩიშვილი დ. უზნაძე, ს. ჯანაშია და სხვ.ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია საზღვარგარეთის 40 ქვეყნიდან ჩამოტანილ და შეძენილ ორიგინ. ექსპონატებს – ძვ. და თანამედროვე მუს. სათამაშოებს (XIX–XX სს.), სახსოვარ-შემოწირულობებს. მუზეუმში დაცულია მექან. თოჯინების კოლექცია, საავტორო თოჯინები, რ-თა შორისაა ფლამენგოს მოცეკვავეები, ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები, ქართ. ზღაპრებისა და ლიტ. ნაწარმოებთა გმირები, მოცეკვავეები, აგრეთვე სხვადასხვა სათამაშო, ანტ. ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვიათი კოლექცია და სხვ.მუზეუმის ექსპონატები წარმოდგენილი იყო საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწყობილ გამოფენებსა და კონკურსებზე – აშშ-ში, იაპონიაში, ინდოეთში, ბულგარეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მიღებული აქვთ დიპლომები და სიგელები. მუზეუმის დედოფალების ფოტოები გამოფენილია ზონებერგის (გერმანია) სათამაშოების მუზეუმში, ვარშავისა და ბერლინის ეთნოგრ. მუზეუმებში.თავდაპირველად თ. მ. განთავსებული იყო ათარბეგოვის (ახლანდ. ძმები ზუბალაშვილების) ქუჩაზე მდებარე #1 საბავშვო ბაღის შენობაში 1958 კი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში გადავიდა, ხოლო 1986-იდან ბინა დაიდო ბავშვთა სურათების გალერეის შენობაში. 2012 თბილ. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუზეუმის შენობაც დაინგრა და თ. მ-მა დროებით ბინა დაიდო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობაში.