თოჯინების სახელმწიფო რუსული თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა თბილისში 1936 მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ბაზაზე. თეატრის პირველი ხელმძღვანელი იყო ნ. მარშაკი, მასთან ერთად მუშაობდნენ თეატრის მოღვაწეები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: მ. რუსლანოვი, მ. ბარუტჩევი, კ. ვაისერმანი, ნ. ნერიასოვი, ო. ორიოლი, მ. ბუბუტეიშვილი ნ. ფედორჩენკო, ო. იაკიმოვიჩი, მ. მარკევიჩი, ლ. ლევსკი, ტ. სააკოვი.თოჯინურ სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებდა კომპოზიტორი ი. ბეიერი, პირველი სპექტაკლი "ლისიჩკა-სესტრიჩკა" დაიდგა 1936. მას მოჰყვა ე. შვარცის "წითელქუდა" (1945), გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია" (1947) და სხვ.1936 თოჯინების თეატრში სპექტაკლები დადგა მსახიობმა, საქართვ. დამს. არტისტმა ა. ენგელგარდტმა.სხვადასხვა დროს თეატრში მუშაობდნენ: მთ. რეჟისორები – ა. ენგელგარდტი, მ. დანიელაშვილი ვ. სმირნოვა (ს. ობრაზცოვის მოწაფე), ა. ჩხიკვაძე, მ. ბუკია; რეჟისორები – მ. ვახნიანსკი, ვ. დალგუსტური, რ. შაფთოშვილი თ. აბაშიძე, თ. შონია, გ. სარჩიმელიძე, ლ. წულაძე, თ. ბადრიაშვილი ი. ლობოვი; კომპოზიტორები – მ. დავითაშვილი ა. რაქვიაშვილი; მხატვრები – ი. შტენბერგი, ვ. ჩერნიშოვი, ლ. გნატოვსკი, მ. ციცქიშვილი რ. კომახსაზოვი, ვ. ტერეხოვა და სხვ. თეატრში წარმატებით მუშაობდა ქორეოგრაფი ი. ზარეცკი. თ. ს. რ. თ-ის საუკეთესო დადგმებია: ა. ენგელგარდტი – ვ. შვემბერგერის "დათვი და გოგონა" (1967), ნ. ნაკაშიძის "ბაკი-ბუკი" (1952); ვ. სმირნოვა – ე. ჩეპოვეცკის "მე წიწილა, შენ წიწილა" (1971), ი. ვილკოვსკის "აი და მიციკი" (1973), ი. ვილსკოევის "რიმტიმტის თავგადასავალი" (1974), მ. პავლიკის "ზღაპრების წიგნი" (1975), ვ. ლივშიცის "იდუმალი ჰიპოპოტამი" (1977), ი. ელისეევის "ორი ოსტატი" (1979), მ. სუპინინის "ბუკა" (1982), ვ. ორლოვის "ოქროს წიწილა" (1987), დ. ურბანის "ყველა თაგვს უყვარს ყველი" (1988); ს. მიხალკოვის "სამი გოჭი" (1988), მ. გონაშვილის "ცირკის ჩირაღდნები" (1989), ნ. შურღაიას "ეკო, ბეკო ბეკეკო" (1990) და სხვ.1998 თეატრმა ობიექტური მიზეზების გამო შეაჩერა დამოუკიდებლად ფუნქციონირება.