თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ. მიქელაძის სახელობისა, თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში. დაარსდა 1934 თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ასევე მ. სარაულს, ქ. ჯუღელს, ნ. მახარაძეს. დასის პირველი წევრები იყვნენ ე. სიბილა, გ. ლომაია, მ. სარაული, ე. ბარბაქაძე, ვ. ნიკოლაიშვილი ე. ცქიტიშვილი ე. ხერხეულიძე. თეატრის პირველი ხელმძღვანელი იყო გიორგი მიქელაძე (1934–69). პირველი წარმოდგენა (ს. ფედორჩენკოს "ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები") გაიმართა 1934 წ. 26 მაისს. 1936 თ. ს. ქ. თ-ს შეუერთდა ჩრდილების თეატრი (ხელმძღვ. – გ. კოსტავა) და ეწოდა თბილ. თოჯინებისა და ლანდების სახელმწ. ქართ. თეატრი. აქ იდგმებოდა ზღაპრები, ფეერიები, სათავგადასავლო პიესები, ხდებოდა თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირება. რეპერტუარი ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისათვის – გ. როსებას "ცაცო", ვ. კობელის "წკიპა", ვ. პოლიაკოვის "მოგზაურობა უცნაურ ქვეყნებში", ლ. ბრაუსევიჩის "ჩექმებიანი კატა", ტ. ხავთასის "თხუპნია", ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი", ს. პროკოფიევის "გუგულიანი საათი", ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრი", გ. ნახუცრიშვილის "კომბლე", გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა", ა. პოპესკუს "მზის სხივი", "ცისფერი ზღარბი", ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი", ა. ჰენზელის "მელაკუდა", ტ. გაბეს "ბროლის ქოში", ლ. ლოპეისკაიასა და გ. კრჩულოვას "პატარა წერო და საფრთხობელა", ნ. ღვინეფაძის "ჩვენი აიბოლიტი" და სხვ. II მსოფლიო ომის წლებში (1941–45) თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები – კ. გოგიაშვილის "რუხი მგელი", "გემრიელი სადილისათვის", ვ. სუხოდოლსკის "ქარიშხალში", ს. სერპინსკის "როგორ მიჰყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს" და სხვ. 1940–50 იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის – ს. ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჟენსკის "დიდი ივანე", ნ. გერნეტის "ალადინის ჯადოსნური ლამპარი", ა. ბელიაშვილის "სვანეთის მთებში" და სხვ. ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას (სათითურებიანს, ტროსტებიანს, მარიონეტებს, ნიღბებს, ე. წ. "შავ კაბინეტს" და "ცოცხალ პლანს" – მსახიობი თოჯინასთან ერთად). თეატრი წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს ამიერკავკასიისა და საერთაშ. ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960-იდან თ. ს. ქ. თ. არის უნიმა-ის (თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშ. ასოციაცია) წევრი. მისთვის კადრებს ამზადებს საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. უნ-ტი. 1994 თ. ს. ქ. თ-ს მისი დამაარსებლის გ. მიქელაძის სახელი მიენიჭა. 1999-იდან თეატრს ხელმძღვანელობს რეჟ. თ. ბადრიაშვილი. 2013 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟ. ე. მაცხონაშვილი. შემოქმედებითი კოლექტივი გადახალისდა და შეივსო ახალგაზრდა მსახიობებით. დასში ირიცხებიან (2014 წლის მონაცემებით) მსახიობები: თ. ბაქრაძე, მ. გაბუნია, თ. კიწმარიშვილი მ. მაზიაშვილი მ. მალხაზიშვილი გ. მეძმარიაშვილი ნ. ნატროშვილი გ. ქუსიკაშვილი ნ. შეშაბერიძე, მ. წიკლაური, ლ. ხიზანიშვილი ნ. ხმიადაშვილი გ. ტალახაძე, ვ. ჭელიძე, გ. ღონღაძე. 2000-ის შემდეგ თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. აბრამიშვილის "ზღაპარი წითელქუდაზე" (რეჟ. გ. სარჩიმელიძე, მხატვარი <ბრ />თ. ჰაინე), "ვარსკვლავი" (რეჟ. <ბრ />მ. ლორთქიფანიძე, მხატვარი გ. აბაკელია) "ნიშხა, ნიშხა, ბარბალუკა" (რეჟ. გ. სარჩიმელიძე, მხატვარი რ. კონდახსაზოვი), "გედების ტბა" (რეჟ. შ. ცუცქირიძე, მხატვარი თ. ჰაინე) გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" (რეჟ. ვ. მაღლაფერაძე, მხატვარი გ. აბაკელია), <ბრ />მ. ნატროშვილისა და მ. აბრამიშვილის "ფეხბურთელი ბაჭია" (რეჟ. ვ. მაღლაფერიძე, მხატვარი თ. ჰაინე), თ. სოლოღაშვილის "ბურატინო" (რეჟ. გ. სარჩიმელიძე, მხატვარი ო. ყუფუნია). წლების განმავლობაში თეატრის მთ. რეჟისორი იყო გ. სარჩიმელიძე, დამდგმელი რეჟისორები: მ. დანიელაშვილი შ. ცუცქირიძე, <ბრ />ნ. იონათამიშვილი ვ. მაღლაფერიძე, ა. ჩხიკვაძე; მთ. მხატვრები: ი. მდივანი, რ. კონდახსაზოვი, <ბრ />გ. აბაკელია. ცალკეულ დადგმებზე მიწვეული იყვნენ მხატვრები: <ბრ />მ. გოცირიძე, მ. ბერძენიშვილი <ბრ />მ. მალაზონია, ნ. ყაზბეგი, ვ. ფეტვიაშვილი თ. ჰაინე. სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებდნენ კომპ. მ. დავითაშვილი <ბრ />ლ. იაშვილი ს. მირიანაშვილი <ბრ />ა. შავერზაშვილი და სხვ.თოჯინების თეატრი ფუნქციონირებს აგრეთვე ბათუმსა (იხ. ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრი) და ქუთაისში (ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი). შ. ცუცქირიძე.