თრანის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვადასხვა დროისა და კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები სოფ. თრანის ტერიტორიაზე. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, ინ-ტის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).1963–69 სოფ. თრანსა და სოფ. მაგრანეთს შორის, ე. წ. რკინის კალოზე, გათხრილია ძვ. წ. VIII–VI სს. 2 იარუსად განლაგებული 37 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. მიცვალებულები ესვენენ კიდურებ-მოხრილი მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე. ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი საჩეხი დანები, შუბისპირები, ბრინჯაოს შედგენილტარიანი მახვილი, ისრისპირები, სარტყლები, სამაჯურები, ირმის ქანდაკება და სხვ.1969 სოფლის ჩრდ. ნაწილში გაითხარა ინდივიდ. და საოჯახო V–VII სს. სამარხები (მ. შ. 3 ქვის სამარხი, 1 შირიმის ქვებით გადახურული ორმოსამარხი), რ-ებიც დამხრობილი იყო დას-იდან აღმ-კენ. სამარხში იყო ბრინჯაოს საკინძები (მათგან ორს აქვს ოქროს თავი და ძოწის თვლებითაა შემკული); მშვილდსაკინძები, მინის მძივები და სხვ.1966 სოფლის სამხრ.-აღმ-ით, ადგილ. ბადათგორაზე, გამოვლინდა VIII–IX სს. დაზიანებული სამარხები, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს, ვერცხლისა და მინის ბეჭდები.1969 მდ. თრანულის მარჯვ. ნაპირას, ადგილ ოდინაანთ ნასახლარზე, გათხრილია XII–XIII სს. სამეთუნეო საწარმო. შესწავლილია 2 სამეთუნეო ქურა, რ-ის ახლოს აღმოჩენილია თიხის სამფეხა სადგრები, მილიანი ჭინჭილები, ხელადები და სურები. კერამიკა ერთფეროვანია, გამომწვარია მოწითალოდ თხელკეციანია და გამოყვანილია მორგვზე, შემკულია ორნამენტით.თრანის მიდამოებში შუა საუკუნეთა რამდენიმე ნასოფლარია: კოტაისძირი, კოკოთახოები, ბადათგორი და სხვ. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია მდ. თრანულას მარჯვ. ნაპირზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების პატარა ერთნავიანი ეკლესიის (3,5 მ × 2,7 მ) – პირიმზის ხატის – ნანგრევები (დარჩენილია ჩრდ. და სამხრ. კედლები), რ-ის ირგვლივ მიმობნეულია მცენარეული და გეომ. ორნამენტით შემკული კრამიტები. გალავნის შიგნით შეიმჩნევა სამარხები. ადგილ ოდინაანთ ნასახლარში მცირე მოცულობის მიხეილთჯვრის ხატია. ადგილ რკინის კალოს აღმ-ით, წმინდა ტყეში, ადგილის დედის პატარა ეკლესია დგას. სოფლის სამხრ-ით, მდ. თრანულის მარცხ. ნაპირზე, შემორჩენილი იყო რიყის ქვით და მტკიცე დუღაბით ნაგები, გეგმით ოთხკუთხა ხიდის ბურჯი, რ-საც შუაში წყალსაწრეტი ხვრელი ჰქონდა დატანებული (მოგვიანებით ააფეთქეს და სამშ. მასალად გამოიყენეს). მის ახლოს ძვ. ნაგზაურია, რ-იც გადის ნასოფლარზე. მეორე მოპირდაპირე ბურჯის კვალი არ შეინიშნება. ყველა ეს ძეგლი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. თ-ის ტერიტორიაზე გამოვლენილი და შესწავლილი სხვადასხვა პერიოდის ძეგლები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს ტერიტ. უძველესი დროიდან ინტენსიურად ყოფილა ათვისებული, რასაც ხელს უწყობდა მის მახლობლად გამავალი ძვ. გზა. მასალა ინახება არქეოლ. კვლევის ცენტრის ბაზაში.ლიტ.: კობაიძე ლ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, II. რკინის კალოს სამაროვანი, თბ., 1978; რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტორიის, არქეოლ. ეთნ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, #1; ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, მის წგ.: ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, IV, თბ., 1982.რ. რამიშვილი. ბ. ჯორბენაძე.