თს ფონდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქველმოქმედო ფონდი. დაარსდა 2015 ბიზნესმენის, მეცენატისა და ქველმოქმედის თ. სომხიშვილის თაოსნობით. მისი მიზანია განათლების მეცნ. და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. ფონდის ინიციატივითა და დახმარებით საქართველოში განხორციელდა არაერთი პროექტი. მხარს უჭერს ქართული ენციკლოპედიის რედაქციის საქმიანობას აფინანსებს სტუდენტების სწავლებას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. 2016 ფონდმა თბილისში გახსნა პროფ. განათლების კოლეჯი "ხვალინდელი წარმატება", რ-იც ამზადებს საერთაშ. ავიაციის სპეციალისტებს.