თუალთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

X–XI სს. ქართული სავანე შავ მთაზე. ზოგი მეცნიერი (პ. პეეტერსი, მ. თარხნიშვილი) მას წყაროთა მონასტერს უწოდებს ("თუალად ითქმის წყაროთა გამოსადინებელი..." – საბა). აქაურ მოღვაწეთაგან ცნობილია ილარიონ თუალელი, გიორგი ათონელის პირველი მოძღვარი. თ-ის მონასტერში მდიდარი ბიბლიოთეკა ყოფილა, რ-ითაც ხშირად სარგებლობდა ეფრემ მცირე.ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980.