თუთაევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღალო ათანასეს ძე (გ. 26. V. 1912), მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი. თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან ("დროება", "ივერია", "თემი" და სხვ.), აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX ს. 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტ.-საგანმან. ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზ-ბის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძვ. როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რ-ის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა (მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). თ-ის პიესები ("ცოლი ვიტირო თუ ფული?", "უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში და სხვ. დაკრძალულია გორში.ლიტ.: ქართული პიესები, ტფ., 1909. თ. ჯოლოგუა.