თულაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა ივანეს ასული (24. II. 1874, თბილისი, – 27. V. 1956, იქვე), პიანისტი, პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1941). 1894 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი (პედ. ა. მიზანდარი). ერთხანს მეცადინეობდა თბილისში ნ. ნიკოლაევთან, ოსტატობას სრულყოფდა პარიზის კონსერვატორიაში პროფ. ლ. დიმერთან, აგრეთვე ვენაში. 1903-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამუსიკო სასწავლებელში, 1917-იდან კი – თბილ. კონსერვატორიაში (1925-იდან პროფ., პირველი ქართვ. პიანისტი ქალი – პროფესორი). ეწეოდა ინტენს. საკონცერტო მოღვაწეობასაც როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. შიუკაშვილი რ. კერერი, თ. ამირეჯიბი ე. ექსანიშვილი გ. ქავთარაძე მ. ჩხეიძე ო. ბარამიშვილი ე. დავლიანიძე, გ. მაჭუტაძე და სხვ. ავტორია მეთოდური ხასიათის ნაშრომებისა – "ჩემი სწავლების მეთოდის შესახებ", "პედალისა და პედალიზაციის შესახებ", მონოგრაფიისა "ალოიზ მიზანდარი", მრავალი წერილისა მუს., კერძოდ, პიანისტური ხელოვნების საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.ლიტ.: დავლიანიძე ე., პროფესორი ანა თულაშვილი (მონოგრაფია), თბ., 2003. გ. ტორაძე.