თულუხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ. – ტიკი), წყლის საზიდავი რუმბი. ამზადებდნენ ხარის ან კამეჩის ტყავისგან, რ-საც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული წყლის ჩამოსასხმელი. იტევდა 4–5 ფუთ წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. წყალს თ-ში პირიდან ასხამდნენ, ჩამოსხმა კი "სახელოს" საშუალებით ხდებოდა. 1893-იდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში თ-ები ხის კასრებით შეცვალა, თუმცა სახელწოდება მაინც ძვ. შემორჩა. წყლის მზიდავს თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927; ნანობაშვილი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში თბ., 1973. გ. ჯალაბაძე.თულუხჩი, მეთულუხე, თულუხით წყლის მზიდავი. დიდი ხნის განმავლობაში თბილისი მტკვრის წყლით მარაგდებოდა, დამტარებლები კი თ-ები იყვნენ, რ-ებიც ან თავად დაატარებდნენ მხრებზე მოკიდებულ წყლით დატვირთულ თულუხს, ან ცხენს, ვირსა და ჯორს აჰკიდებდნენ ზურგზე. უნაგირის კეხზე წყვილად გადაბმულ თულუხს გადაკიდებდნენ და ტყავის თასმით ამაგრებდნენ. წყლის აღების პროცესი რთული იყო, ამიტომ სამხ. უწყებამ ჩუღურეთში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, დადგა წყალსაქაჩი. ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის, წყლის მზიდავთათვის გაკეთებული იყო მდინარეზე ჩასასვლელი ვიწრო ბილიკი. თბილისში 1887 გაიხსნა ქალაქის წყალსადენი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, XX ს. დასაწყისამდე წყლით მომარაგების ასეთ სახეს არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2013. ნ. ჯიქია.