თულქითეფეს ბრძოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1752, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და შაქის სახანოს ლაშქარს შორის თულქითეფეს ველზე, ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე (ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა). განჯის ბრძოლაში (1752) ქართლ-კახეთის ლაშქრის დამარცხებამ მნიშვნელოვნად შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა და ავტორიტეტი ამიერკავკასიაში. ამით ისარგებლეს ქართლ-კახეთის ვასალურმა სახანოებმა (შამშადილუ, ყაზახ-ბორჩალო, ბაიდარი და სხვ.) და შაქის მხარეზე გადავიდნენ, რ-მაც ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. ქართველებმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს საკუთარი ძალებისა და ჩრდ. კავკასიიდან დაქირავებული ჯარის დახმარებით 1 სექტემბერს თ. ბ-ში მტერი დაამარცხეს. ამ ბრძოლის შემდეგ ქართველთა გავლენა განჯისა და ერევნის სახანოებზე აღდგა, ხოლო ავტორიტეტი ამიერკავკასიაში ისევ გაიზარდა.ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. ნარსია.