თუმანალთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სამართ. ისტ.), ვალაუვალობის დროს კრედიტორების დაკმაყოფილება საკონკურსო წესით. დებიტორის ქონებისა და ვალის ოდენობის გათვალისწინებით, მოვალის ქონება იყოფოდა თუმანალთად ("თუმანზედ ალთუნი"), ე. ი. თითო თუმან ვალს რამდენი ალთუნიც (წვრილი ფულის ერთეული) შეხვდებოდა. იხ. აგრეთვე სტ. მალიგორად გაყოფა.წყარო: სამართალი ბატონისშვილის დავითისა, დ. ფურცელაძის გამოც., თბ., 1964.