თუმანიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოვანეს თათევოსის ძე [7 (19). II. 1869, სოფ. დსეღი, ლორეს მაზრა, ახლანდ. თუმანიანის რ-ნი, – 23. III. 1923, მოსკოვი], სომეხი მწერალი და საზ. მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. შემდეგ ჯალალოღლის (ახლანდ. სტეფანავანი) ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილ. ნერსესის სემინარიაში სწავლობდა (უკანასკნელი ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო). სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. 1886 გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდ. ნაწარმოებებია: "ძაღლი და კატა", "უიღბლო ვაჭრები" (ორივე, 1886). თ. მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხ. სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოც.-ფსიქოლ. კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია: "ანუში" (1890, გამოქვეყნდა 1892), "მარო" (1887, გამოქვეყნდა 1892), "თმოგვის ციხის აღება" (1902, გამოქვეყნდა 1905); სომხ. საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა "დავით სასუნცი" (1902). ფართოდაა ცნობილი თ-ის მიერ სომხ. და აღმ. ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი ("ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909; "გულადი ნაზარა", 1908, გამოქვეყნდა1912 და სხვ.). თ-ის მოთხრობები ("გიქორი", 1898; გამოქვეყნდა 1907 და სხვ.) სომხ. პროზის საუკეთესო ნიმუშებია. თ. ქართვ. და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებული და მგზნებარე დამცველი იყო. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი: "შერიგება" (1893), "საქართველოს შესახებ" (1916), "საქართველოს სული" (1919), "საქართველოს პოეტებს" (1919) და სხვ. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწერები, თბ., 1924).თხზ.: ºñλñÇ ÅáÕáí³ðáõ, Ñ. 1–6, º., 1940–51; Ñ. 1–4 º., 1969; რჩეული ნაწერები, თბ., 1956; ლექსები და პოემები, თბ., 1969. ლიტ.: არველაძე ბ., ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ., 1969; ლაიშვილი ნ., ოვანეს თუმანიანი ქართულად (ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1973; Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX–XX веков 2 изд., Ер., 1964. ბ. არველაძე.თუმანიშვილები საქართველოს მეფეთა კარის მდივან-მწიგნობრების გვარი: ზაქარია – XV ს-ში გიორგი VIII-ისა და კონსტანტინე მეფის კარის მდივან-მწიგნობარი; ნასრი – XVII ს. დასაწყისში ლუარსაბ II-ის კარის მწიგნობარი; ბირთველი – XVII ს. II ნახევარში როსტომ მეფის მდივან-მწიგნობარი. გიორგი XI-ის კარზე მოღვაწეობდნენ ძმები ზურაბი და სულხანი. მათი შვილები და შვილიშვილები იყვნენ: გივი ზურაბის ძე, დავით გივის ძე, შიოშ სულხანის ძე, სულხან შიოშის ძე და სხვ. ამათგან ყველაზე ცნობილია გ. ზ. თუმანიშვილი. გივის ბიძაშვილი შიოშიც ერეკლე I-ის კარის მდივან-მწიგნობარი იყო (XVII–XVIII სს. მიჯნა). მისი თანამედროვენი იყვნენ ერეკლე I-ის დედის ელენეს კარის მწიგნობარი ესტატე, ლევან ბატონიშვილის კარის მწიგნობარი ზაქარია, მდივანი ოთარი. XVIII ს-ში მოღვაწეობდნენ გიორგი ბირთველის ძე; მრავალ საბუთთა გადამწერი გორჯასპი მდივანი, თეიმურაზ II-ის მწიგნობარი, რ-იც 30–50-იან წლებში ჩანს; მისი შვილები სულხანი და მანუჩარი (60 წ-დან – XIX ს. დასაწყისამდე). მანუჩარის ხელით მრავალი საბუთია ნაწერი, იგი ყოფილა მდივანი ლაშქარნივისი, ე. ი. მდივანი, რ-იც ლაშქრის აღწერასა და სალაშქრო საქმეებთან დაკავშირებულ მიწერ-მოწერას წარმართავდა ერეკლე II-ის კარზე. 1781, მეფის დავალებით, მან მგალობელ დიმიტრი გარსევანიშვილთან ერთად აღწერა ქსნის საერისთავო. ერეკლე II-ის კარზე მდივნად იყვნენ იოსები და ეგნატე ბაინდურის ძე (1746–1820). ეგნატე დახელოვნებული კალიგრაფი ჩანს. ასევე საინტერესო კალიგრაფები არიან მისი შვილები იესე, დავითი და პოეტი გიორგი თუმანიშვილი. თ-ის გვარის კიდევ მრავალი წარმომადგენელი იღვწოდა ქართ. კულტურის ამ სარბიელზე.ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967. ვ. ბერიძე.