თუმანიშვილ-წერეთელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანასტასია მიხეილის ასული [25. VIII(6. IX). 1849, თბილისი, – 7. II. 1932, იქვე], საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თბილისში დაამთავრა თავდაპირველად ფავრის პანსიონი, შემდეგ – ამიერკავკ. კეთილშობილ ქალთა ინ-ტი (1865). იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტ. წევრი. "მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა" და ქალთა საზ-ბა "განათლების" დამაარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 თანამშრომლობდა ჟურნ. "ნობათთან". 1890 დააარსა ჟურნ. "ჯეჯილი", რ-მაც უდიდესი როლი ითამაშა ქართ. საბავშვო ლიტ-რის განვითარებაში. იყო ჟურნ. "კვალის" თანარედაქტორი. თ.-წ-ის პირველი თარგმანი (ა. დოდეს მოთხრ. "მარშლის გულმტკივნეულება") დაიბეჭდა 1876; პირველი ორიგინ. მოთხრ. "მამის მსხვერპლი" – 1880. მასვე ეკუთვნის ორიგინალური ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები (კრებულები: "მოლაღური", 1887; "ხუთი ამბავი", 1888; "კონა", 1923; "ცხოვრების გამჭრიახობა", 1924; "ყვავილი", 1926 და სხვ.).თხზ.: [წიგნში] ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი, შედგ. ა. ღვინიაშვილის მიერ, თბ., 1959.ლიტ.: ხელთუბნელი მ., საბავშვო ლიტერატურის მოამაგის ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1941. ნ. ალანია. თუმანოვი (თუმანიშვილი) კირილ ლევანის ძე (13. X. 1913, სანქტ-პეტერბურგი – 1997, რომი), ამერიკელი მეცნიერი, ისტორიკოსი. 1917 ოქტ. რევ. შემდეგ მამასთან ერთად აშშ-ში წავიდა.თ-მა დაამთავრა ლენოქსის ცნობილი სკოლა (მასაჩუსეტსი, აშშ), ჰარვარდის უნ-ტი (აშშ). მასწავლებლების ჯ. კოდინგტონის და რ. ბლეიკის დახმარებით გაემგზავრა ევროპაში, სადაც დაეუფლა სომხურ ენას ნ. ადონცის ხოლო ქართულს – მ. წერეთლის აქტ. მეცადინეობით.1943 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჯორჯტაუნის უნ-ტში (აშშ), სადაც კითხულობდა ლექციებს 1970-მდე, შემდეგ ემერიტუს პროფესორის სტატუსით ჩამოშორდა აქტ. აკად. მოღვაწეობას. საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში, ქ. რომში.თ. იკვლევდა კავკასიის ისტ. საკითხებს. სწავლობდა საქართველოს და სომხეთის ანტ. და შუა საუკუნეების ისტორიას. მისი ძირითადი ნაშრომია "ნარკვევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიიდან" (1963), რ-შიც დიდ ადგილს უთმობდა იმ სოც. გარემოს აღწერას, სადაც ქართ. მოსახლეობას ანტ. და შუა საუკუნეებში უხდებოდა ცხოვრება, ასევე – ისტ. გეოგრაფიას. მისი სტატია "სომხეთი და საქართველო" შესულია "კემბრიჯის შუა საუკუნეების ისტორიის" მეოთხე ტომში (1966–67). სტატიები მიუძღვნა შუა საუკუნეების ქართ. საისტ. მწერლობას, ასევე ქართ. ხელნაწერებისა და ბაგრატიონების ისტორიას. სამეცნ. მოღვაწეობის ბოლოს მთელი ყურადღება გენეალოგიის პრობლემატიკას დაუთმო, კერძოდ, ქართ. სომხ. და ალბ. არისტოკრატიული გვარების ისტ. კვლევას. ქართ. გენეალოგიის შესწავლას მიუძღვნა ნაშრომები: "კავკასიის ქრისტიანული ისტორიის გენეალოგიის და ქრონოლოგიის სახელმძღვანელო (სომხეთი, საქართველო, ალბანეთი)" (1976), "რუსეთის იმპერიის ქართული წარჩინებული გვარები" (1984), "ქრისტიანული კავკასიის დინასტიები ანტიკურობიდან XIX საუკუნემდე" (1990). ყველა ეს ნაშრომი ფრანგ. ენაზეა დაწერილი. ამათ გარდა ასევე გენეალოგიის კვლევას მიუძღვნა არაერთი სამეცნ. სტატია, რ-ებიც ძირითადად კავკასიის ქვეყნების გენეალოგიასა და ბიზანტიის ისტ. საკითხებს ეხება. გენეალოგიის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა მალტის ორდენის რაინდის წოდება.თ. დაკრძალულია მალტის ორდენის კამპო ვერანოს ეკლესიის სასაფლაოზე.ლიტ.: Любимов С. В., Титулованные роды Российской империи, М., 2004; Hეწსენ ღ., H., Iნ Mემორიამ: ჩყრილ თოუმანოფფ, «ჟოურნალ ოფ ტჰე შოციეტყ ფორ Aრმენიან შტუდიეს», 1995 ვოლ. 8. ლ. თავაძე.