თურაშაული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული ვაშლის ზამთრის ჯიში. აქვს მომრგვალებული ფორმის ვარჯი. მოსავალს იძლევა მე-10, მე-12 წელს. უხვმსხმოიარეა, ერთი ხიდან საშ. მოსავალია 250–300 კგ. მეწლეა. ნაყოფი მომრგვალო, ოდნავ კონუსური, სქელკანიანი, ფერად მწვანეა და მუქი მოწითალო ზოლები გასდევს, რბილობი თეთრია, ტკბილი და წვნიანი. ოქტ. შუა რიცხვებში იკრიფება და გაზაფხულამდე ინახება. ტრანსპორტაბელურია. იყენებენ ნედლად და გადასამუშავებლად. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, მესხეთში, სამაჩაბლოსა და კახეთში. განარჩევენ თ-ის ქართლურ, მესხურ, კახურ და ლეჩხუმურ კლონებს. დაავადებათა მიმართ გამძლეა. შ. ახვლედიანი.