თურდო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმ. საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 32 კმ აუზის ფართ. 114 კმ 2. სათავე აქვს გომბორის მთის აღმ. კალთაზე. ალაზნის ვაკეზე ქმნის ვრცელ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე.თ. კიკილაშვილი.