თურდოსპირელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ნამდვ. გვარი – ჩხეიძე) დავით ანდუყაფარის ძე [23. IV (5. V). 1888, სოფ. ვარდისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 23. XII. 1948, თბილისი], მწერალი. გ. ქუჩიშვილის ძმა. 1911 დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია, 1911–15 სწავლობდა კიევის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, სადაც მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ე. ნინოშვილის სახ. რევ. ლიტ. წრე, გამოიცა ჟურნ. "მერცხლები". 1915 სამშობლოში დაბრუნდა და ჟურნალისტურ მოღვაწეობას შეუდგა; მის სახელთან არის დაკავშირებული ჟურნალების: "მახვილი", "ჩვენი დროშა", "პირველი ტალღა" გამოცემა, მისივე თაოსნობით დაარსდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუშაობდა მასწავლებლად სვანეთში, ფშავში, კახეთში. 1906 ცალკე წიგნად გამოაქვეყნა მოთხრ. "თავისუფლების მსხვერპლნი", რ-ის დიდი ნაწილი ჟანდარმთა სამმართველომ დაწვა; 1913 გამოვიდა მისი ლექსებისა და ნოველების პირველი კრებ. "სიმთა ქვითინი". საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "პიონერი", "ოქტომბრელი" და სხვ. თ-ის მხატვრული ნაწარმოებები გამოიცა ცალკე წიგნებად (1926, 1929, 1937, 1947, 1961). აღსანიშნავია მისი საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "პირველი ბილიკები" (1929), "საყმაწვილო მოთხრობები" (1937), "საბავშვო მოთხრობები" (1947), წერდა აგრეთვე თეორ. და პუბლიც. წერილებს, რ-თაც ხშირად აქვეყნებდა სალომეშვილისა და არგუსის ფსევდონიმებით.თხზ.: არაზინდო, თბ., 1961.ნ. ალანია.