თურმანიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაზა ანდრიას ძე (დ. 1. IV. 1965, სოფ. მახათაური, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი). სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1989), საქართვ. დამს. მწვრთნელი. დაამთავრა საქართვ. აგრ. უნ-ტი (1988). მსოფლიოს თასის მფლობელი (1989), ევრ. ჩემპიონი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994); სსრკ-ის ჩემპიონი (1990), მეორე (1986) და მესამე (1989) პრიზიორი; სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1986), საქართვ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1992–2013). ღირსებისა (2000) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.