თურმანიძის მალამო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრადიციული რეცეპტით დამზადებული მალამო, რომლითაც თურმანიძეები მკურნალობენ ინფიცირებულ ჭრილობებს, კანის ზოგიერთ დაავადებას, დამწვრობას და სხვ. 1998 ქ. თურმანიძე-აბზიანიძის თაოსნობით დაფუძნდა მალამოს მწარმოებელი კომპანია "თურმანიძე". ქარხნულად დამზადებული თ. მ. ხუთი სახისაა და გამოიყენება დამწვრობის (თერმული, ქიმიური, რადიაციული, მზის) სამკურნალოდ; ახასიათებს ანტიანთებითი, ანალგეზიური და ანტისეპტიკური თვისებები; იყენებენ ქირურგიაში, მეანობა-გინეკოლოგიაში, პედიატრიაში, პროქტოლოგიაში და სხვ.