თურქაშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ისტ. არდაგანის ოლქის გელის რ-ნში, კოლას ხევში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან შემონახულია ორი ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიები ნაშენია ნათალი ქვით. იქვეა ძვ., ქვისგან ნაგები გეგმით მრგვალი კოშკის ნანგრევები.ლიტ.: თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938.