თურქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის შალვას ძე (16. II. 1937, სოხუმი, – 19. XI. 2007, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997). საქართვ. საინჟინრო აკად. წ.-კორ. (1996). 1960 დაამთავრა თბილ. ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტი გვირაბების მშენებლობის სპეციალობით. 1961-იდან მუშაობდა თბილ. საშენ მასალათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, თბილ. ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ხელმძღვანელობდა გვირაბების ლაბორატორიას. 1994-იდან იყო საშენ მასალათა კვლევით ინ-ტის დირექტორის მოადგილე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, იყო სპი-ის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი.თ-ს სამეცნ.-კვლ. მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ახ. ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების შექმნასა და მათ დამუშავებასთან, გვირაბების გაყვანის ორგანიზებასთან. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს პატენტები გამოგონებებზე.თხზ.: გვირაბების გაყვანის სამუშაოთა ორგანიზაცია, თბ., 1994; მთლიანი კვეთით საგვირაბო გამონამუშევრების დამუშავება ბურღვა-აფეთქების ხერხით, თბ., 1995.