თურქისტანიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით, XVII ს. II ნახევრისა და XVIII ს. დასაწყისის მწიგნობარი, პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი XI-მ თ. გაგზავნა მოსკოვში არჩილ II-თან. გზად დაღესტანში დაატყვევეს. ტყვეობაში შამხალმა დაიახლოვა და ერთხანს თავისთან დაიტოვა. საქართველოში დაბრუნებული თ. არჩილმა ყირიმის ხონთქართან გაგზავნა დახმარების საძიებლად, შემდეგ კი თან იახლა რუსეთში. 1799-იდან მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილის კარზე, რ-იც ქართ. კულტ. კერად იქცა. შეადგინა არჩილის თხზულებათა კრებ. "არჩილიანი" (რუს. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალი ხელნ. #22 და S–424).წყარო: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854. ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958. გ. იმედაშვილი.