თურჩუს ქვაბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურჩუს პოლიე, ქვაბული ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრ. კალთაზე სოფ. გორდის ჩრდ-ით.ქვაბულის სიგრძე 3 კმ-ია, სიგანე – 2 კმ. აგებულია ცარცული და გადოლომიტებული კირქვებით. თ. ქ-ის ფსკერზე გაედინება პატარა მდ. თურჩუ, რ-იც ქვაბულის სამხრ. ნაწილში კარსტულ სიღრუეებში იკარგება, შემდეგ კვლავ ზედაპირზე გამოდის.