თუშეთის ალაზანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაღმის ალაზანი მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდ. კალთაზე თუშეთის ქვაბულში, მდ. ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 59 კმ აუზის ფართ. 825 კმ 2. სათავე აქვს აწუნთის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა შემოდგომა–ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 24 მ 3/წმ. თ. ა-ის მთავარი შენაკადებია: მარცხ. – წოვათისწყალი მარჯვ. – გომეწრის ალაზანი (გომეწრისწყალი), ორწყალი და ხისოსწყალი (ჭანჭახოვნისწყალი). თ. კიკილაშვილი.