თუშმალიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე თომას ძე (1876, თბილისი, – 1938, იქვე), აგრონომი. 1894 დაამთავრა თბილ. მე-2 ვაჟთა გიმნაზია. მუშაობა დაიწყო სოფ. მუკუზნის საუფლისწულო მამულში. 1897 საუფლისწულო უწყებამ თ. მიავლინა აბრაუ-დიურსოს (ახლანდ. ანაპის რ-ნი, კრასნოდარის მხარე) მამულში. დაბრუნდა 1900 და მუშაობა განაგრძო წინანდლის საუფლისწულო მამულში. 1911 დაინიშნა მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. თ-მა სხვადასხვა დროს კახეთში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა: საფუძველი ჩაუყარა ამერ. ვაზის სადედეს; სოფ. ჩუმლაყში ააშენა სათბური; მუშა-მოსამსახურეთა შვილებისათვის გახსნა დაწყებითი სასწავლებელი; დააარსა ბიბლიოთეკა; ააშენა ქსენონი; სოფ. ვაზისუბანში მოაწყო საცდელ-საჩვენებელი ვენახი. 1914 თ. დაინიშნა სტავროპოლის გუბერნიის, ტემპელჰოფის საუფლისწულო მამულის მმართველად, ხოლო 3 წლის შემდეგ – ისევ მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. საბჭ. ხელისუფლების წლებში სოფ. კონდოლისა და იყალთოს მეურნეობებში მოაწყო სათბურ-სანერგეები, გააშენა ახ. ვენახი. თ-ის თაოსნობით წინანდალში აიგო ელექტროსადგური, გაშენდა კონიაკის ქ-ნა. 1932 დაინიშნა მუკუზნის მეურნეობის უფროს სპეციალისტად. არის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.თ. ჩხეიძე.