თქმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველ ქართულ ხალხურ მრავალხმიან სიმღერა-საგალობლებში მელოდიისა და სიტყვიერი ტექსტის წამყვანი ხმა. მის შემსრულებელს მთქმელი ეწოდება. ხალხში თქმას პირველ ხმას უწოდებენ, რადგან თავისი ფუნქციით იგი წამყვანია. სინამდვილეში კი (მუს. ფაქტურაში) შუა ხმაა. თქმა სიმღერა-გალობას იწყებს და ძირითად ჰანგს მღერის. დანარჩენი ხმები კი (ზილი კრინი მაღალი ბანი ბანი შემხმობარი დაბალი ბანი შემდეგი) მას მისდევს, მისძახის, უბანებს, უხმობს. იხ. აგრეთვე მთქმელი.ლიტ.: მაჩაბელი დ., ქართველთა ზნეობა, I. გალობა, «ცისკარი», 1864, #5; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938. გ. ჩხიკვაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თქმა&oldid=11709-დან“