თხეიში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თხეიშურა, მდინარე ეგრისის ქედის ჩრდ. კალთაზე მდ. ხაიშურის (ენგურის მარცხ. შენაკადი) ერთ-ერთი მდგენელი. სათავეს იღებს თხეიშიშდუდის მყინვარზე. სიგრძე 18,6 კმ აუზის ფართ. 222 კმ 2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში წყალმცირობა – ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 10,5 მ 3/წმ. იყენებენ ხეტყის დასაცურებლად.ნ. უკლება.