თხელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალხაზ რევაზის ძე (20. III. 1962, რუსთავი, – 2001, იქვე), მეტალურგი. 1984 დაამთავრა მეტალურგიის ფაკ-ტი, ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. 1984–87 მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქ-ნაში დგანი "400-ის" ცვლის ოსტატად, 1988–98 – მილსადენი საამქროს უფროსად. 426 მმ-იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლ. შემუშავებისა და წარმოებაში დანერგვისათვის ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1998).