თხილაიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰასან დედორეს ძე (14. VI. 1891 – 1942), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. ამ მიზნით მოსახლეობაში ეწეოდა ფართო ახსნა-განმარტებით მუშაობას. 1918 თ-მა ქართველ პატრიოტებთან ერთად ჩაშალა ოსმალთა ცდა რეფერენდუმის ჩატარებისა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო ჩაქვის თემის მილიციის კომისარი, ქობულეთის სამაზრო მილიციის უფროსი, ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავ-რე, სამაზრო სასამართლოს და აჭარის ცაკ-ის წევრი. წერდა ლექსებს, რ-თა თემაა სამხრ. საქართველოს ბრძოლების ისტორია, მესხეთის წარსული. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რ-ნში ქართ. სკოლების გახსნისთვის.ლიტ.: ახვლედიანი ხ., სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლნი, ბათ., 1972.