თხილვანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის თემის სოფლების ზედა თხილვანისა და ქვედა თხილვანის გავრცელებული სახელწოდება. თ-ის თემის ტერიტორიაზე მრავალი ისტ. ძეგლია, მ. შ. შუა საუკუნეების თამარის ციხე; იოანე მახარობლის ეკლესია, აშენებული ცნობილი მემატიანის აბუსერისძე ტბელის (XIII ს. 20–30-იანი წლების მიჯნა) დის, ერისთავთერისთავის აბუსერ ხიხელის მეუღლის ვანენის მიერ. შემორჩენილია ძვ. ქართ. ორნამენტით შემკული დიდი თაღიანი ქვა 7-სტრიქონიანი წარწერით (ქვა დაცულია აჭარის სახელმწ. მუზეუმში). თ-ის მახლობლად ისტ. ხიხანის ციხეა. ლიტ.: შარაშიძე ლ., მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, «ძეგლის მეგობარი», 1982, #59.ი. სიხარულიძე.