თხილნარის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრინჯაოს ხანის განძი, ძვ. წ. XIV–XIII სს. არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა 1994 სოფ. თხილნართან მდ. ჭოროხის მარცხ. ნაპირზე. წარმოადგენს დასავლურ ქართ. (კოლხური) კულტურისათვის დამახასიათებელ ე. წ. მდნობელის განძს. მის შემადგენლობაში იყო 44 ნივთი: ბრინჯაოს ცულები (მ. შ. ერთ-ერთი პირველი სახეობის მასიური კოლხ. ცული), სამივე ტიპის სეგმენტური იარაღი, ე. წ. წუნი (ცული, რ-საც ჩამოსხმის დროს დასრულებული სახე არ მიუღია და ხელახალი გადადნობისათვის შეუნახავთ) და ზოდების ნატეხები. თ. გ-ში შედიოდა აგრეთვე ცულების გორდა პირები, ყუისა და სატარე ხვრელის ნატეხები.თ. გ-ის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ დას. საქართველოში მსხვილი მეტალ. კერების გარდა, მოქმედებდა ლითონჩამომსხმელი სახელოსნოებიც.მასალა დაცულია ბათუმის არქეოლ. მუზეუმში. ა. კახიძე.