თხმორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნამანევის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე მდ. შარეულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 840 მ ამბროლაურიდან 30 კმ. 36 მცხ. (2014). სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის სიგელში მთის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი. გვიანდ. შუა საუკუნეებში თ. რაჭის საწულუკიძეოს შემადგენლობაში იყო; XIX ს. დასაწყისში თ. ნიკორწმინდის საეპისკოპოსო კათედრალს ეკუთვნოდა ხუთი კომლი ყმაგლეხით. 1953 თ-ში აღმოჩნდა სპილენძ-ბრინჯაოს ნივთებისაგან შემდგარი განძი, რ-იც თარიღდება ძვ. წ. XI–IX სს-ით. თ. ბერაძე.