იაბლოჩკინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრა ალექსანდრეს ასული [3 (15). XI. 1866 – 20. III. 1964, მოსკოვი], რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე. სსრკ სახ. არტისტი (1937). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1943). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუს. დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რ-საც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუს. თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 ი. 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ი. ჩერნიშევის "წამხდარ ცხოვრებაში". მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილ. რუს. დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და ნატაშა (ა. შახოვსკის, ა. გრიბოედოვისა და ნ. ხმელნიცკის "საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი"). 1888-იდან გარდაცვალებამდე იყო მოსკ. მცირე თეატრის მსახიობი. სცენაზე გამოდიოდა რუს. სცენის დიდოსტატებთან: მ. ერმოლოვასთან, ა. ლენსკისთან, ა. სუმბათაშვილ-იუჟინთან, ო. სადოვსკაიასთან ერთად, რ-თაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. ი. გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლედი სნირუელი (რ. შერიდანის "ავყიობის სკოლა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვ.

1901 ი. საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკ. საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ა. ოსტროვსკის "შეშლილი ფული", რ-შიც ი-მ განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის "მსახიობთა კორპორაციის" თავ-რედ, 1917-იდან<ა იდ="_იდთეხტAნცჰორ000"></ა> (რუს. თეატრ. საზ-ბის დამაარსებლის მ. სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუს. თეატრ. საზ-ბის უცვლელი თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტ.:Филиппов В., А. А. Яблочкина М.–Л., 1947.