იაზონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იასონი (ძვ. ბერძნ. Iaσων ეტრუსკ. Easum), ბერძნული მითოლოგიის გმირი, იოლკუსის მეფის, ესონის ვაჟი. ესონმა შვილი აღსაზრდელად ბერძენ კენტავრ ქირონს მიაბარა. ამ უკანასკნელს ბავშვისთვის იასონი ("განმკურნებელი") დაურქმევია. ჭაბუკობაში შესულმა ი-მა პელიას კანონიერი სამეფო ტახტის დაბრუნება მოსთხოვა, რის სანაცვლოდ ურთულესი დავალების აღსრულება – კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოპოვება დაეკისრა. ამისათვის მან ქალღმერთ ათენას დახმარებით ხომალდი "არგო" ააგო, ილაშქრა კოლხეთში და იქიდან ოქროს საწმისით დაბრუნდა (იხ. არგონავტების თქმულება).