იათაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა გოდერძის ძე (დ. 2. IX. 1966, თბილისი), პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი. 1988 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი, 1990 – საზ. პროფესიათა ფაკ-ტის კინოსარეჟისორო კურსები. 1989–90 თბილ. 46-ე საშ. სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას. 1992–94 იყო ლიტ. გაზ. "რუბიკონის" რედაქტორი; 1995–97 – გაზ. "სერაფიმის თეატრის" მთ. რედაქტორი; 1997–2000 – ჟურნ. "სტუდიის" ლიტ. ნაწილის გამგე; 1996–2000 – ლიტ. გაზ. "ალტერნატივის" (შემდგომ ჟურნალის) მთ. რედაქტორი, 2003-იდან არის გამომც. "კავკასიური სახლის" რედაქტორი, 2013-იდან – ჟურნ. "ახალი საუნჯის" მთ. რედაქტორი, 2014-იდან რადიო "თავისუფლებაში უძღვება რუბრიკას "ბიბლიოთეკა". ი. ავტორია პოეტური და პროზაული კრებულებისა. პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია "სიკვდილის ფრთები" (1993), "ბენზინის ყვავილები" (2000), "სანამ დროა" (2006), "შრამი" (2010), "პოეტური გამოცდილების სიმწარე" (2015) და სხვ.; პროზაული კრებულები: "კონტრაჟური" (1998), "ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი" (2000), "ფოტომამები" (2005), "მიზიდულობა" (2012). თარგმნილი აქვს ს. სონტანგის "რადიკალური ნების სტილები" (2004), ამერ. პოეტები (2004). მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხ. ენებზე.

2007 მიენიჭა ლიტ. პრემია "საბა" ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (კრებულისათვის "სანამ დროა"); 2011 – იგივე პრემია ნომინაციაში წლის საუკეთესო კრიტიკა (ლიტ. კრიტ. ნაშრომისათვის "დალაგება", 2010); 2009 – საერთაშ. პრემია "Киевские лавры". მ. თუშიშვილი.