იაილო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა წალკის მუნიციპალიტეტში, ბედენის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე. სიმაღლე 1951 მ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ლავებით. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით. თხემზე მეორეული მდელოებია.

მ. უთმელიძე.