იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1958 სოფ. ვარიანში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი). 2010 წ. 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი, მ. შ. ი. გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭ. პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახ. მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლმუზეუმში ტარდება სამეცნ. სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახ. დღესასწაულს "იაკობობას". გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური. გ-ის დაბადებიდან 150 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმი რესტავრირებული და რეორგანიზებულია. ვ. კოკაური.