იაკოვენკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (13. XII. 1919, კრასნოდარი, – 1992), ფერმწერი. საქართველოს და აჭარის არ-ის დამს. მხატვარი. 1921-იდან ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში. სწავლობდა ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში (2 კურსი, 1941). ი-ს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ომის თემას, ასევე ყოველდღიურობას, საბჭოთა ხალხის შრომას ("დასვენების წუთები", "ჩაის პლანტაციები", ორივე XX ს. 60-იანი წლები; "პორტი", 1978). ამავე დროს მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში ("ივანე ფრანკო", 1958; "ავტოპორტრეტი", XX ს. 60-იანი წლები; "წვიმის შემდეგ", 1967; "მთები", 1979). მას გარკვეული წვლილი მიუძღვის აჭარის სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში. ი-ს ნამუშევრები ინახება აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში.

ლიტ.: ჯანბერიძე გ., აჭარის სახვითი ხელოვნება, ბათ., 2013–14; Русские художники Грузии. XX век Тб., 2007.