იამანიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზ შალვას ძე (21. III. 1944, ზესტაფონი, – 18. X. 2014, თბილისი), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (1990), საქართვ. ეროვნული აკად. წ.-კორ (2001). 1968 დაამთავრა სპი-ის სამთო-გეოლ. ფაკ-ტი სამთო ელექტრომექანიკოსის სპეციალობით. 1975 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის სამეცნ.-საორგანიზაციო განყ-ბის სწავლულ მდივნად. 1980–85 მონაწილეობდა საქართველოში სამეცნ. კვლევებისა და უმაღლესი სასწავლებლების საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნ. დარგში სამეცნ. საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. 1985–88 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული "დანერგვის" კომისიის თავმჯდომარე; 1988–2008 საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, 2008–14 კი – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიური საბჭოს მრჩეველი. პარალელურად გ. წულუკიძის სახ. სამთო ინ-ტში ხელმძღვანელობდა მანქანათა დინამიკისა და მათ. მოდელირების სამეცნ.-კვლ. ჯგუფის მუშაობას.

ი-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საშუალო და დიდი სიმძლავრის საბურღი დანადგარების დინამიკა; ქანისა და სანგრევი ინსტრუმენტის ურთიერთქმედების მათ. მოდელირება და ანალიზი.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, მ. შ. 2 მონოგრაფია.

თხზ.: სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთქმედების პროცესების ოპტიმიზაცია, თბ., 1995; Исследование виброзащиты станков вращательно-ударного бурения, М., 1975.