იანვარაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარბალე ივანეს ასული [17 (30). XII. 1908, ბაქო, – 1995, თბილისი], მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1926–28 სწავლობდა ბაქოს კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკ-ტზე. ი-ის დებიუტი პროფ. სცენაზე შედგა 1920, 12 წლის ასაკში, როდესაც ბაქოში გასტროლებზე ჩასულ ქართ. თეატრ. დასთან ერთად წარმატებით შეასრულა ლუიზას როლი ა. დენერის "ორ ობოლში". 1928–37 ი. ბაქოს ქართ. თეატრის მსახიობად მუშაობდა, ხოლო 1938–95 თბილისის ვასო აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა კასკადების (ოპერეტაში სწრაფი ცეკვა-სიმღერით) უბადლო შესრულებით, სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით, პლასტიკურობით. განასახიერა 200-მდე როლი, რ-თა შორის აღსანიშნავია: კეცია (შ. მილორავას "სიმღერა თბილისზე"), თელი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალალა"), მაშო (ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები"), როზალია (ი. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), ორომსე (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), თათანა (შ. მილორავას "საბედისწერო ოპერაცია"), ნუცა და ნენე (ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება") და სხვ. ი. ქართვ. მსახიობთა იმ თაობას განეკუთვნება, რ-თა მოღვაწეობამაც შექმნა თბილისის მუს. კომედიის თეატრის სახე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის განვითარებაშიც.