იარლიყი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ. – ბრძანება), ოქროს ურდოს ყაენების მიერ გაცემული შეღავათიანი სიგელები მათი ხელქვეითი საერო და სასულიერო ფეოდალებისადმი. ი. არის მნიშვნ. ისტ. წყარო, რ-იც შეიცავს XIII–XV სს. ცნობებს ურდოსა და მის ქვეშევრდომობაში მყოფი ტერიტორიების პოლიტ. წყობილების, მმართველობის, კერძო და სახელმწ. სამართლის და სხვ. შესახებ.

ქართულ ისტ. წყაროებში "წყალობის წიგნის" მნიშვნელობით იხმარებოდა იერლაყი.