იასონარაგვის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1688), გიორგი არაგვის ერისთავის ძე. 1660 ვახტანგ V-მ დედოფლის სახლთუხუცესობა უბოძა. 1688-ის ახლო ხანში შაჰის დახმარებით არაგვის საერისთავოს მეთაური გახდა. მალევე ირანის წინააღმდეგ აჯანყებულმა ქართლის მეფე გიორგი XI-მ თავის ერთგულ თავადებს მოაკვლევინა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.

გ. აკოფაშვილი.

იასონი, იხ. იაზონი.