იაღლუჯის ნამარხი ფაუნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Iagluja Fossil Fauna), ნამარხ ძუძუმწოვართა ფაუნა გარდაბნის მუნიცპალურში იაღლუჯის მაღლობის აღმ. ნაწილში ქ. რუსთავის პირისპირ ეროზიულ ხევში. ხევში გაშიშვლებული ნეოგენური (მეოტიდს-პონტოური) ნალექი შეიცავს ნამარხ ძუძუმწოვართა ფაუნას რ-ის შემადგენლობაში აღმოჩენილია ხმალკბილა ვეფხვის მასტოდონტის სამთითა ცხენის – ჰიპარიონის მარტორქის ჟირაფის გრეხილრქიანი ანტილოპებისა და ფრინველების ნაშთები. ი. ნ. ფ-ს დიდი სამეცნ. ღირებულება აქვს. მსგავსი პალეოზოოლოგიური ძეგლი მსოფლიოში სულ რამდენიმეა.

ლიტ.: საქართველოს წითელი წიგნი თბ., 1982.