იაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესიკ პავლეს ძე (დ. 17. IV. 1929, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1988); სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის (1994), სამხ.-სამედიცინო მეცნ. აკადემიის (2001) და სამედ.-სოციალურ მეცნ. აკადემიის (2001) წევრი.

1953 დაამთავრა თსსი. 1953–61 მუშაობდა რუსთავის საავაადმყოფოში ქირურგად, ამავე დროს დააარსა სისხლის გადასხმის სამსახური.

1961-იდან აკად. გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები: იყო დონორთა განყ-ბის ხელმძღვანელი (1962–63), რადიოლოგიური განყ-ბის და ქირურგ. კლინიკის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1964–70), დამწვრობის განყ-ბის გამგე (1970–74), დამწვრობის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი (1974–84); რესპ. აღდგენითი მკურნალობის ორთოპედიულ-ქირურგიული საავადმყოფოს მთ. ექიმი და ცენტრის ხელმძღვანელი (1984–95), თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის დირექტორი (1995–2009). 2009-იდან არის აღნიშნული ცენტრის კლინიკის ხელმძღვანელი.

ი. იყო (შპს) დერმატოკოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ინ-ტის რექტორი (1997–2007). 1997 მისი ინიციატივით დაფუძნდა შპს "ბ. იაშვილისა და პ. ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის კლინიკა-ცენტრი".

ი. არის მრავალი სამეცნ. შრომის და 12 გამოგონების ავტორი. მისი შრომები ეხება დამწვრობითი დაავადებებისა და პლასტიკური ქირურგიის საპრობლემო საკითხებს. დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით" (1999). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).